четверг, 9 марта 2017 г.
კურსის რეფლექსია
- გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს;
- განვიხილეთ ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების შესაძლებლობები
- ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა
- გავეცანით ელექტრონული პორტფოლიოს კომპონენტებს;
- გავეცანით სასწავლო პროექტების პორტფოლიოებს ;
- ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემეტური და შინაარსობრივი კითხვები
- მოვამზადეთ ბროშურები და პრეზენტაციები პროექტებით სწავლების თემაზე
- შევარჩიეთ მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად გამოსაყენებელი შეფასების მეთოდები და შევქმენით შესაბამისი გრაფიკული ორგანაიზერები
- განვსაზღვრეთ პროექტის შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები
- შევქმენით ჩვენი პროექტის შესაფასებლად საჭირო რუბრიკები
- შევქმენით მოსწავლის თვალით დანახული პროექტის პროდუქტები
- კოლეგებმა google drive-ის გამოყენებით გავუზიარეთ ერთმანეთს შექმნილი მასალები
- დავხვეწეთ ბლოგზე მუშაობის უნარები და განვათავსეთ იქ ჩვენი მასალები
- ვისწავლეთ ელექტრონული პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე
суббота, 25 февраля 2017 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
გავეცანით სილაბუსს,პროექტებით სწავლების მნიშვნელობასა და ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში. შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო, შევინახეთ მასში საჭირო მასალები, გავეცანით ბუკლეტისა და სტატიის შექმნის გზებს და შევქმენით ჩვენი ბუკლეტი. შევარჩიეთ პროექტის თემა, ჩამოვაყალიბეთ მისი მიზნები, მისაღწევი შედეგები, განვსაზღვრეთ შინაარსი, მოვიფიქრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავეცანით პროექტის შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე და განვსაზღვრეთ ჩვენი მეთოდები. განვამტკიცეთ google drive-ში ფაილების და ფოლდერების განთავსების უნარი. ჩემთვის ძალიან საინტერესო და შინაარსობრივი აღმოჩნდა ეს მეცადინეობები.
Подписаться на:
Сообщения (Atom)