გავეცანით სილაბუსს,პროექტებით სწავლების მნიშვნელობასა და ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში. შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო, შევინახეთ მასში საჭირო მასალები, გავეცანით ბუკლეტისა და სტატიის შექმნის გზებს და შევქმენით ჩვენი ბუკლეტი. შევარჩიეთ პროექტის თემა, ჩამოვაყალიბეთ მისი მიზნები, მისაღწევი შედეგები, განვსაზღვრეთ შინაარსი, მოვიფიქრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავეცანით პროექტის შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე და განვსაზღვრეთ ჩვენი მეთოდები. განვამტკიცეთ google drive-ში ფაილების და ფოლდერების განთავსების უნარი. ჩემთვის ძალიან საინტერესო და შინაარსობრივი აღმოჩნდა ეს მეცადინეობები.
Комментариев нет:
Отправить комментарий