четверг, 9 марта 2017 г.

ინტელის პროექტი

კურსის რეფლექსია

2017 წლის თებერვალ-მარტში  გავიარე ინტელის ტრენინგი ,,სასწავლო პროექტებით სწავლება". ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი საინტერესო და ჩვენს პრაქტიკაში გამოსაყენებელი საკითხები შევისწავლეთ
  • გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს;
  • განვიხილეთ  ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში  გამოყენების შესაძლებლობები
  • ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა
  • გავეცანით ელექტრონული პორტფოლიოს კომპონენტებს;
  • გავეცანით სასწავლო პროექტების პორტფოლიოებს ;
  • ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემეტური და შინაარსობრივი კითხვები
  • მოვამზადეთ ბროშურები და პრეზენტაციები პროექტებით სწავლების თემაზე
  • შევარჩიეთ  მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად გამოსაყენებელი შეფასების მეთოდები და შევქმენით შესაბამისი გრაფიკული ორგანაიზერები
  • განვსაზღვრეთ პროექტის შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები
  • შევქმენით ჩვენი პროექტის შესაფასებლად საჭირო რუბრიკები
  • შევქმენით მოსწავლის თვალით დანახული პროექტის პროდუქტები
  • კოლეგებმა google drive-ის გამოყენებით გავუზიარეთ ერთმანეთს შექმნილი მასალები
  • დავხვეწეთ ბლოგზე მუშაობის უნარები და განვათავსეთ იქ ჩვენი მასალები
  • ვისწავლეთ ელექტრონული პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე
     აღნიშნული კურსი  საინტერესო და სასარგებლო იყო პროფესიული განვითარების თვალსაზრისით და   დაგვეეხმარება მოსწავლეთა  მაღალი სააზროვნო  უნარების წახალისებასა და  უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.

суббота, 25 февраля 2017 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

გავეცანით სილაბუსს,პროექტებით სწავლების მნიშვნელობასა და  ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში. შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო, შევინახეთ მასში საჭირო მასალები, გავეცანით ბუკლეტისა და სტატიის შექმნის გზებს და შევქმენით ჩვენი ბუკლეტი. შევარჩიეთ პროექტის თემა, ჩამოვაყალიბეთ მისი მიზნები, მისაღწევი შედეგები, განვსაზღვრეთ შინაარსი, მოვიფიქრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავეცანით პროექტის შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე და განვსაზღვრეთ ჩვენი მეთოდები. განვამტკიცეთ google drive-ში ფაილების და ფოლდერების განთავსების უნარი. ჩემთვის ძალიან საინტერესო და შინაარსობრივი აღმოჩნდა ეს მეცადინეობები.

четверг, 21 июня 2012 г.

სასწავლო პრექტი

პროექტის სახელწოდება: კრილოვის იგავ-არაკები


პროექტის აღწერა: რილოვის ბიოგრაფიის და იგავ-არაკების შესწავლის შემდეგ ბავშვები (ჯგუფურად) აირჩევენ ერთ-ერთ იგავ-არაკს და გამოუშვებენ ისეთ წიგნებს, რომლებიც გაუიოლებენ არარუსულენოვან ბავშვებს ამ იგავ-არაკის გაგებას, ისტ–ის გამოყენებით შექმნიან  პრეზენტაციებს (PowerPoint–ში).
  შემდეგ კლასის და მოწვეული სტუმრების წინაშე წარადგენენ საკუთარ  წიგნებს.



პროექტის აქტუალობა: იგავ-არაკების გაანალიზებით გადააფასებენ ღირებულებებს, გაიზრდებიან პიროვნულად და მორალურად, უკეთ გაეცნობიან რუსულ კულტურას, რეალური პრობლემის გადაჭრისას მოახერხებენ ფაქტობრივი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და დაინახავენ საგნის რელევანტურობას.

პროექტის მიზნები: გამოუმუშავდებათ კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი და მეტაკოგნიტური უნარები, მიეჩვევიან თანამშრომლობას, ერთმანეთის აზრის პატივისცემას, პრაქტიკული ქმედებებით გადაჭრიან პრობლემას ,უკეთ გაიაზრებენ შესწავლილ მასალას და ჩამოუყალიბდებათ პოზიტიური დამოკიდებულება რუსული კულტურის მიმართ.

მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 2011 წლის ნოემბერი- დეკემბერი

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეების მიერ გამოშვებული წიგნები, PowerPoint–ში შექმნილი პრეზენტაციები,
 საკუთარი წიგნების წარდგენა კლასის და სტუმრების წინაშე.





პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პრინტერი, ფურცლები, მარკერები, ინტერნეტ რესურსები





პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):

  1. მოსწავლეებისთვის პრობლემის გაცნობა 
  2. ოთხი საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება (მიზნობრივი გადანაწილებით)
  3. ჯგუფების მიერ იგავ–არაკების არჩევა და გეგმის შემუშავება (წიგნის შინაარსი, შემადგენელი ნაწილები, ვიზუალური მასალა)
  4. ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება (წიგნის რედაქტორი, მხატვრული გამფორმებელი, ტექნიკური რედაქტორი, პრეზენტატორი)
  5. პროდუქტის მომზადება– ინფორმაციის მოძიება, ვიზუალური მასალის შერჩევა, მასალის კომპიუტერზე აკრება, ამოპრინტერება, წიგნის აწყობა,  პრეზენტაციების მომზადება 
  6. მასწავლებელთან კონსულტაციები
  7. პროდუქტის პრეზენტაცია–პროექტგაკვეთილის ჩატარება 
  8. პროექტის შემაჯამებელი შეფასება (მოსწავლეების მიერ გაკეთებული ანგარიში და შეფასების რუბრიკით ერთმანეთის ნამუშევრების შეფასება)


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: რუსული ენა, ხელოვნება, ისტ


პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირმა ხვადაგიანი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  irmakhvadagiani@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://irmakhvadagiani.blogspot.com/