პროექტის სახელწოდება: კრილოვის იგავ-არაკები
პროექტის აღწერა: კრილოვის ბიოგრაფიის და იგავ-არაკების შესწავლის შემდეგ ბავშვები (ჯგუფურად) აირჩევენ ერთ-ერთ იგავ-არაკს და გამოუშვებენ ისეთ წიგნებს, რომლებიც გაუიოლებენ არარუსულენოვან ბავშვებს ამ იგავ-არაკის გაგებას, ისტ–ის გამოყენებით
შექმნიან პრეზენტაციებს (PowerPoint–ში).
შემდეგ კლასის და მოწვეული სტუმრების წინაშე წარადგენენ საკუთარ წიგნებს.
პროექტის მიზნები: გამოუმუშავდებათ კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი და მეტაკოგნიტური უნარები, მიეჩვევიან თანამშრომლობას, ერთმანეთის აზრის პატივისცემას, პრაქტიკული ქმედებებით გადაჭრიან პრობლემას ,უკეთ გაიაზრებენ შესწავლილ მასალას და ჩამოუყალიბდებათ პოზიტიური დამოკიდებულება რუსული კულტურის მიმართ.
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2011 წლის ნოემბერი- დეკემბერი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეების მიერ გამოშვებული წიგნები, PowerPoint–ში შექმნილი პრეზენტაციები,
საკუთარი წიგნების წარდგენა კლასის და სტუმრების წინაშე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პრინტერი, ფურცლები, მარკერები, ინტერნეტ რესურსები
- მოსწავლეებისთვის პრობლემის გაცნობა
- ოთხი საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება (მიზნობრივი გადანაწილებით)
- ჯგუფების მიერ იგავ–არაკების არჩევა და გეგმის შემუშავება (წიგნის შინაარსი, შემადგენელი ნაწილები, ვიზუალური მასალა)
- ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება (წიგნის რედაქტორი, მხატვრული გამფორმებელი, ტექნიკური რედაქტორი, პრეზენტატორი)
- პროდუქტის მომზადება– ინფორმაციის მოძიება, ვიზუალური მასალის შერჩევა, მასალის კომპიუტერზე აკრება, ამოპრინტერება, წიგნის აწყობა, პრეზენტაციების მომზადება
- მასწავლებელთან კონსულტაციები
- პროდუქტის პრეზენტაცია–პროექტგაკვეთილის ჩატარება
- პროექტის შემაჯამებელი შეფასება (მოსწავლეების მიერ გაკეთებული ანგარიში და შეფასების რუბრიკით ერთმანეთის ნამუშევრების შეფასება)
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: რუსული ენა, ხელოვნება, ისტ
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირმა ხვადაგიანი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irmakhvad
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://irmakhvadagiani.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий